ასე გამოიყურებოდა ბაგრატი დანგრევამდე

ბაგრატის ტაძარი

X საუკუნეში საქართველოში მეფობდა ბაგრატ III. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანება. ბაგრატი სამშობლოს გასაძლიერებლად ძალ-ღონეს არ იშურებდა, მაგრამ მან კარგად იცოდა, რომ თუ ღმერთი არ შეეწეოდა, მარტო ვერაფერს გახდებოდა. ღვთისმოსავი მეფე მოწყალებით, სამართლიანობითა და განსწავლულობით გამოირჩეოდა.

ბაგრატმა გაერთიანებული საქართველოს სატახტო ქალაქში - ქუთაისში - უქიმერიონის გორაზე ტაძარი ააგო, რომელსაც „ბაგრატის სახელით“ ვიცნობთ. და როდესაც ყოველივე განასრულა, ტაძრის კურთხევაზე უამრავი სტუმარი მოიწვია: ქართველები და არაქართველები, მეფეები და მდაბიონი, სამღმდელონი და საერონი. და მათ იხილეს საკვირველი ტაძარი, სიმბოლო ქართველთა ერთიანობისა, მაგრამ გამოხდა ხანი და ძლივს გაერთიანებული, მოღონიერებული საქართველო კვლავ დასუსტდა და დაიქსაქსა. დაქუცმაცებული ქვეყნის დაპყრობა მტერს არ უძნელდებოდა. მე-17 საუკუნეში საქართველოს ერთმანეთს სპარსეთი და ოსმალეთი ეცილებოდნენ. ამ დროს მრავალი ტაძარი განადგურდა. ოსმალებმა არც ბაგრატის ტაძარი დაინდეს. დანგრეული ტაძრის აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა.

და დგას ბაგრატის ტაძარი, სიმბოლო ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერებისა, და პირვანდელი დიდებულების დაბრუნებას მოელის...