პირველი ქართული სტამბა და პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი

საქართველოში წიგნების ბეჭდვა პირველად 1709 წელს, მეფე ვახტანგ VI დროს დაუწყიათ. მეფის ხელშეწყობით დაარსდა ქართული სტამბა - ადგილი, სადაც სიგნები იბეჭდება. ვახტანგ მეფეს ამ საქმეში დიდად შეეწია რუმინეთში მოღვაწე დიდი ქართველის ანთიმოზ ივერიელის მოწაფე მიხეილ იშტვანოვიჩი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი 1712 წელს მოხდა: ამ სტამბაში პირველად დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“.

რა თქმა უნდა, საქართველოში მანამდეც არსებობდა წიგნები, მაგრამ ისინი ხელნაწერები იყო და არა ნაბეჭდი. დღეს კი ხელნაწერი წიგნები აღარ გამოიყენება და ყველა წიგნი სტამბაში იბეჭდება. ეს კიდევ არაფერი, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი სულაც არ შექმნილა საქართველოში. იგი 1629 წელს იტალიის დედაქალაქ რომში გამოიცა საქართველოდან წასული ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მიერ. იტალიელები მას ნიკიფირე ირბაქს უწოდებდნენ. ეს წიგნი იყო „ქართული ანბანი“, რომელსაც ლოცვები ერთვოდა თან.

ტექსტი მომზადებულია გაზეთი
„საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
მასალის გამოყენებით
№9(25). 2004წ. 29 აპრილი