ბანკი

შუა საუკუნეების ევროპაში არა მარტო იმპერატორები და მეფეები, ბევრი თავადი და ეპისკოპოსიც კი საკუთარ ფულს უშვებდა. ამიტომ ფულის გამოცნობა, მისი ღირსების შეფასება და გადაცვლა საკმაოდ ძნელი საქმე იყო. მაგრამ არსებობდნენ ამ საქმეში დახელოვნებული ადამიანები. ისინი ადგილიდან ადგილზე დადიოდნენ და ხალხს ფულს უცვლიდნენ. ფულის შესანახად თან დაჰქონდათ კიოსკები - ფულის პატარა სათავსოები. ასეთ კიოსკს იტალიაში „ბანკას“ ეძახდნენ.

ფულის გადამცვლელებს ხშირად ავაზაკები ესხმოდნენ თავს, ძარცვავდნენ, უმსხვრევდნენ კიოსკებს, ანუ ბანკებს. დამსხვრეულ კიოსკს იტალიურად „ბანკა როტა“ ეწოდებოდა. აქედან წარმოდგა სიტყვა „ბანკროტი“ - უქონებო, გაკოტრებული, გაღატაკებული.

სიტყვა ბანკამ თანდათან სახე და შინაარსი შეიცვალა და ახლა „ბანკი“ ძალზე ფართო მნიშვნელობის სიტყვად არის ქცეული.

 

rotta - იტალიურად ნიშნავს დამსხვრევას, გატეხვას