ქორონიკონი

ძველ საქართველოში საკუთარი წელთაღრიცხვა არსებობდა და მას ქორონიკონს უწოდებენ. თარიღის აღსანიშნავად ციფრების ნაცვლად ხმარობდნენ ანბანის ასოებს, რომელთაც რიცხვითი მნიშვნელობა ჰქონდათ. ჩვენში ქორონიკონით წელთაღრიცხვა შემოიღეს ახ.წ. 780 წლიდან. ქართული ქორონიკონი რომ ჩვენი, დღევანდელი წელთაღრიცხვით გამოვიანგარიშოთ, საჭიროა ქორონიკონის რიცხვი მივუმატოთ 780 წელს. მაგალითად, 407 ქორონიკონი იქნება: 780+407=1187წ.