ჯონდო გვასალი

მთიულეთი

მთიულეთი აღმოსავლეთ საქართველოშია. მოიცავს მდინარე თეთრი არაგვის ხეობას. IX საუკუნის 50-იან წლებში არაბთა ლაშქარმა ბუღა თურქის მეთაურობით ცხავატამდე მიაღწია, მაგრამ მთიულებმა იგი უკუაქციეს.

XIII საუკუნის დასაწყისში, თამარის მეფობის ხანაში, მთიულები აქტიურად იბრძოდნენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებული ფხოველებისა და დიდოელების დასამორჩილებლად. XIV საუკუნის დასაწყისში მთიულეთს ერთმანეთს ეცილებოდნენ ქსნისა და არაგვის ერისთავები. 1743 წლამდე მთიულეთი არაგვის საერისთავოში შედიოდა, შემდგომში კი საუფლისწულო მამული იყო.

1801 წელს საქართველო რუსეთმა დაიპყრო და მთიულეთსაც დაედგა დამპყრობლის უღელი. უცხო ჯარების შენახვა და მათი სამსახური სულ უფრო აუტანელი ხდებოდა. ამას ემატებოდა რუსი მოხელეების თვითნებობა და უსამართლობა. 1804 წელს მთიულები აჯანყდნენ. აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს, 300-ზე მეტი კაცი დააპატიმრეს. შეიპყრეს და რუსეთში გადაასახლეს ფარნაოზ ბატონიშვილი.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003