წმინდა ნინოს ცხოვრება

ჩვენ ქრისტიანები ვართ

ღმერთი დედამიწაზე ადამიანის სახით დადიოდა, ხალხს სათნოებას, სიკეთესა და სიმართლეს ასწავლიდა.

შორეულ ქალაქ იერუსალიმში უკეთურმა ადამიანებმა იგი შეიპყრეს, ჯვარზე გააკრეს და წამებით მოკლეს.

მაგრამ მესამე დღეს მკვდრეთით აღსდგა, ორმოცი დღე ეცხადებოდა მოციქულებს და შემდეგ ზედაც ამაღლდა.

ღმერთმა ყოველთვის იცის, რას ვფიქრობთ, რას ვაპირებთ, რას ვაკეთებთ, და გვასწვალის, რომ ბოროტება გულშიც არ გავივლოთ, მხოლოდ სიკეთე გვწამდეს, ერთმანეთი ისე გვიყვარდეს, როგორც თვითონ მას ვუყვარვართ.

ჩვენ, ვისაც ჭეშმარიტი ღმერთი - იესო ქრისტე გვწამს, ვინც მის დარიგებას ვისმენთ და ბოროტებას ვებრძვით, ქრისტიანები ვართ.

ქრისტეს კვართის ამბავი

ქრისტეს წამების დროს იერუსალიმში ჩასული იყვნენ მცხეთელი კაცი - ელიოზი და ძველი ქალაქის - კარსანის მკვიდრი ლონგინოზი.

ელიოზმა იერუსალიმიდან ქრისტეს კვართი წამოიღო (კვართს ადრე პერანგს ეძახდნენ). მცხეთაში დაბრუნებულს, მისმა დამ კვართი სიხარულით ჩამოართვა. რაღაც სასწაულის გამო, ქალი მაშინვე გარდაიცვალა. ბევრს ეცადნენ, მაგრამ მიცვალებულს კვართისათვის ხელი ვერ გააშვებინეს, ამიტომ იგი საფლავში თან ჩაატანეს.

მეორე დღესვე საფლავზე კვიპაროსი აღმოცენდა.

გადიოდა საუკუნეები.

ქართველები კვლავ არმაზსა და სხვა კერპებზე ლოცულობდნენ. მაგრამ მეოთხე საუკუნეში იერუსალიმიდან მოვიდა წმინდა ნინო, რომელმაც ქვეყანა ქრისტეს ნათლით გააბრწყინა.

ნინო წმინდა გიორგის ნათესავი იყო. მის სამშობლოს კაბადოკია ერქვა (რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს).

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 21-22