ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა

ვახტანგ მეფე სალაშქროდ მიდის

(მცირეოდენი შემოკლებით)

სპარსელთა მეფემ ვახტანგს შემოუთვალა, შევრიგდეთ, შენი და მომათხოვე, შენც ჩამოდი და მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში დამეხმარეო.

ვახტანგმა მირანდუხტი მართლაც მიათხოვა სპარსელთა მეფეს და გადაწყვიტა, დროებით თვითონაც სპარსეთში წასულიყო. სამეფო გვირგვინი თავის ვაჟიშვილს, ხუთი წლის დაჩის დაადგა და იგი შვიდ წარჩინებულს ჩააბარა. თვითონ ოთხი წარჩინებული გაიყოლა. მათთან ერთად ათი ათასი რჩეული მხედარიც იახლა.

დედამ და უფროსმა დამ სთხოვეს, რომ ისინიც გაეყოლებინა, რათა სპარსეთიდან იერუსალიმში ჩასულიყვნენ და იქ მხურვალედ ელოცათ. ვახტანგმა მართლაც წაიყვანა ისინი. იერუსალიმის ეკლესია-მონასტრებს მათ ურიცხვი ქონება შესწირეს. იერუსალიმიდან ვახტანგი ანტიოქიაში დაბრუნდა. ბერძნებმა და სომხებმა ოც-ოცი ათასი მეომარი დაახვედრეს.

ინდოეთში

ვახტანგის ლაშქარმა პირველად ჯორჯანეთი დაიპყრო და იგი სპარსელთა მოხარკე გახადა. ინდოეთში სამ წელიწადს იბრძოდა. ვახტანგმა თხუთმეტი ბუმბერაზი დამარცხა და ინდოეთის ჩრდილოეთი ქვეყნები დაიპყრო.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 46-47