საინგილო

საინგილო კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია. ახლა აზერბაიჯანის საზღვრებშია მოქცეული. იგი ინგილოებითაა დასახლებული. ინგილოები ისეთივე ქართველები არიან, როგორც კახელები, ქართლელები, იმერლები, მეგრელები და სხვები.

საინგილო ძველი ქართული სამთავროს - ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო. ოსმალებისა და სპარსელების გამუდმებულმა თავდასხმებმა ძლიერ დაასუსტა ეს მხარე, რითიც სარგებლობდნენ ლეკები და სახლდებოდნენ განადგურებული ქართული მოსალხეობის ნაფუძარზე. ამავდროულად, ხდებოდა ინგილოების დაყმევება და გამაჰმადიანება.

დროთა განმავლობაში საინგილო ერთიანად მოსწყდა კახეთის სამეფოს. კახეთის მეფეების ცდა, გაეთავისუფლებინათ აღმოსავლეთ კახეთის მიწები, უშედეგოდ მთავრდებოდა. 1803 წელს საინგილო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა. მოგვიანებით მას ზაქართლის ოლქი ეწოდა.

საინგილო საქართველოს დაუბრუნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს (1918-1921), კერძოდ, 1920 წლის 7 მაისს რუსეთ-საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც რუსეთმა ზაქათლის ოლქი საქართველოს ტერიტორიად აღიარა. მაგრამ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქართველმა ბოლშევიკებმა საინგილო კვლავ გაასხვისეს. აზერბაიჯანთან დადებული დადგენილება-შეთანხმებით, რომელსაც ხელს აწერდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რევკომების (რევოლუციური კომიტეტები) თავჯდომარეები ფილიპე მახარაძე და ნარიმან ნარიმანოვი, ზაქათლის ოლქი აზერბაიჯანს გადაეცა.

ამრიგად, საქართველომ ბოლშევიკების წყალობით თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003