
გილოცავთ ახალ წელს!
24 იანვარი
ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში ლექსები - საახალწლო - დაემატა ახალი ლექსები.
10 დეკემბერი
ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში ხატოვანი სიტყვა-თქმანი გთავაზობთ ქართულ ხატოვან-სიტყვა თქმებს, თედო სახოკიას მიხედვით, და ქართულ იდიომებს, ალ. ონიანის მიხედვით.
26 ნოემბერი
ისტორიის გვერდზე რუბრიკაში საქართველოს მეგობრები გაგაცნობთ გერმანელ მწერალს, პუბლიცისტსა და მთარგმნელს, საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადამიანს, ილია ჭავჭავაძის უახლოეს მეგობარს - არტურ ლაისტს.
8 ნოემბერი
დღეს არის დაბადების დღე წმინდა ილია მართლისა (ჭავჭავაძის). 171 წლის წინ მოევლინა იგი ქვეყანას და მთელი ცხოვრება საქართველოზე ზრუნვას შეალია. ქვეყნისა და ხალხისათვის დაუღალავი ღვაწლით მან უკვდავ-ჰყო თავისი სახელი. თუმცა „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო“ და ილიასაც ჰყავდა არაკეთილმოსურნენი, რომელნიც უამრავ ჭორს ავრცელებდნენ მის სისასტიკეზე, უმოწყალობაზე და ა.შ. მაგრამ სიმართლე ყოველთვის ზეიმობს. ჭორებიც ქარვდება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მიუხედავად მცდელობისა, ბოროტმა ენამ ვერ შეძლო შეებღალა წმინდა ადამიანის სახელი, რასაც ადასტურებს უამრავი ადამიანის მოგონება, რომელთაგან ზოგიერთს წარმოგიდგენთ ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში ქართველი მწერლები - მოგონებები, ხოლო რუბრიკაში აფორიზმები - წარმოგიდგენთ თავად ილია ჭავჭავაძის სხარტულებსა და აფორიზმებს, რომლებიც ამოკრეფილია მისი სხვადასხვა თხზულებიდან, და რომლებშიც აშკარად ჩანს მისი მსოფლმხედველობა.
13 სექტემბერი
ისტორიის გვერდზე რუბრიკაში სხვადასხვა საკითხები საქართველოს ისტორიიდან გთავაზობთ შიდა ქართლში ოსებისა და სამცხე-ჯავახეთში სომხების ჩამოსახლების ისტორიას.
10 სექტემბერი
ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში პროზა - თარგმანები გთავაზობთ ფრანგი მწერლის, ფრანსუა რაბლეს მოთხრობას „უკანასკნელი გაკვეთილი“.
8 ივლისი
ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში პროზა - თარგმანები გთავაზობთ ოსკარ უაილდის ზღაპრებს „ბედნიერი უფლისწული“ და „ბულბული და ვარდი“, ხოლო რუბრიკაში მოთხრობები - ი. ტალიაშვილის „ორი სკამი“ და პ. მოისწრაფიშვილის „შეუძლებელი არაფერია“.
20 ივნისი
თქვენ იცით, რომ ყოველ ქრისტიანს მფარველ ანგელოზთან ერთად პატრონობს მისი მოსახელე წმინდანი. ისინი დაუცხრომლად ევედრებიან ღმერთს ჩვენთვის. მაგრამ არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ ზეციური მფარველნი და ყოველთვის უნდა ვლოცულობდეთ მათდამი, შევთხოვდეთ მეოხებას ღვთის წინაშე და შეწევნას კეთილი საქმეების აღსასრულებლად. ბევრი შეიძლება არ იცნობდეს თავის მოსახელე წმინდანს და არ იცოდეს, როგორ ევედროს მას. სარწმუნოების გვერდზე გთავაზობთ ახალ რუბრიკას ჩემი მფარველი წმინდანი, სადაც თქვენ გაეცნობით მოკლე ისტორიას წმინდანთა ცხოვრებისა. აქვე წარმოდგენილია ლოცვები, რომლითაც შეგიძლიათ მიმართოთ მათ.
14 მაისი
გილოცავთ თამარობას! წმინდა თამარ მეფემ დაგიფაროთ თქვენ და სრულიად საქართველო!
ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში პოეზია - ხალხური ლექსები - გთავაზობთ ლექსების ნაკრებს „თამარ მეფე ხალხურ პოეზიაში“.
27 აპრილი
სარწმუნოების გვერდზე რუბრიკებში დღესასწაულები, სულიერი სწავლებანი, ქრისტიანული ტრადიციები, საკითხავი ქრისტიან ყრმათათვის თქვენ შეგიძლიათ შეიტყოთ აღდგომის დღესასწაულის, მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლის, ქრისტეს აღდგომის ისტორიული მოწყობებისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ, ასევე, წაიკითხოთ სხვადასხვა მწერლების მოთხრობები აღდგომის დღესასწაულზე.
ისტორიის გვერდზე რუბრიკაში სხვადასხვა საკითხები საქართველოს ისტორიიდან გთავაზობთ საქართველოში აფსუების ჩამოსახლების ისტორიას.